ახალი ძველის სანაცვლოდ!

   

       „ზარაფხანას“ პროექტი: „ახალი ძველის სანაცვლოდ.“

   

    1 ნოემბრიდან კომპანია „ზარაფხანა“ საკუთარ მომხარებელს საიუველირო სფეროში უპრეცედენტო მომსახურეობას სთავაზობს, ახალი ძველის სანაცვლოდ!

   ამ თემასთან დაკავშირებით 1 ნოემბერს (სამშაბათს), 14:00 საათზე კომპანია „ზარაფხანა“ ატარებს პრეს-კონფერენციას, რომელიც გაიმართება ჭავჭავაძის გამზ. #19 მდებარე საფირმო მაღაზიაში.

   პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიტანოს მისთვის სასურველი ოქროს ან ვერცხლის ძველი ნაკეთობა ან ნივთი “ზარაფხანას“ წინასწარ განსაზღვრულ საფირმო მაღაზიებში, სადაც მოხდება შესაბამისი ნივთის შეფასება. სწრაფი და მარტივი პროცედურების გავლის შემდეგ, მომხარებელს მიეცემა საშუალება რომ ადგილზევე შეარჩიოს მისთვის სასურველი ნაკეთობა. აღსანიშნავია რომ მომხარებელი არ არის შეზღუდული თუ რა სახის ოქროს ან ვერცხლის ნივთს მოიტანს შესაფასებლად და გადასაცვლელად ( სამკაული, საათი, ნედლეული და სხვა ნივთები), არ არის შეზღუდული სინჯში და ასევე არ იზღუდება ქვიანი ნაკეთობის შემთხვევაში. პროექტი ახალი ძველის სანაცვლოდ მოქმედებს „ზარაფხანას“ შედეგ საფირმო მაღაზიებში:

თბილისი:

·         ლუბლიანას ქ.15

·         ჭავჭავაძეს გამზ. 19

·         პეკინის ქ.31ა

ქუთაისი:

·         სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა,“ წერეთლის ქ.4

ბათუმი:

·         რუსთაველის ქ.35

   აღნიშნული სერვისის დამატების ძირითადი მიზანია საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ მომხარებლის კმაყოფილების კიდევ უფრო გაზრდა. როგორც მოგეხსენებათ ახალი სერვისი ჩამოთვლილ მაღაზიებში 1 ნოემბრიდან მოქმედებს.

საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“-ს

მარკეტინგის სამსახური (31.10.11)

 

 



© 2008-2012 ზარაფხანა. ყველა უფლება დაცულია.
შექმნილია ITDC–ს მიერ